ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ თავისი ლუსტრაცია დღე-ნახევარში მოახდინა.
"ყველაფერია მოსალოდნელი, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესროლონ", - აცხადებს ივანიშვილი.
ივანიშვილი ნანობს, რომ გვიან დაინახა ხელისუფლების ნამდვილი სახე. მისი თქმით, პირველად მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოება 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მოუვიდა, რასაც ტელეკომპანია "იმედის" დარბევაც დაემატა.
ბიზნესმენის თქმით, მან პრეზიდენტთან ურთიერთობა 2008 წლის იანვარში, სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს გაწყვიტა. ბიზნესმენს "არც სიტყვა "რევოლუციის" გაგონება უნდა და არც "ქუჩის" ხსენება.
მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლა ყოველგვარი რევოლუციის გარეშე შეიძლება და თუ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებას შეძლებს, მისი არალეგიტიმურობის დამტკიცებაც მოხერხდება.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ ძირეული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, 2-3 წელიწადში, ხელისუფლებიდან წავა და თავისივე მთავრობის ოპონენტი იქნება