ინგა გრიგოლია იმუქრება!!!

ინგა გრიგოლია იმუქრება!!!

"ჩვენ კატეგორიულად უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ტარიფების დაწევა. თუკი ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ხალხის ხმას ქუჩიდან მივაწვდენთ", - განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, “ის 11 კაცი, რომლებიც ოპოზიციური პარტიებიდან მოხვდნენ საკრებულოში, ბევრად უფრო აღმატებული არიან, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" კოლონა. იმ პირობების შესასრულებლად, რასაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას დაჰპირდნენ, იბრძოლებენ როგორც საკრებულოდან, ისე - პარლამენტიდან.

"მე ვიქნები ფრაქციის ხელმძღვანელი და პირობას ვდებ, რომ ზაალ სამადაშვილს მოენატრება ის დღეები, როდესაც მარტო იყო საკრებულოში თავის გუნდთან ერთად", - აცხადებს გრიგოლია.