„მე თავს გავწირავ სიმართლის დასადგენად, რადგან თქვენი იმედი მაქვს ყველასი“, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე კოლეგებისადმი მიმართვაში აცხადებს.
გაზეთი "ალია" საკუთარ ვებ-გვერდზე ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის საგანგებო განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებას გიორგი აბდალაძის ხელმოწერით ხელნაწერი ტექსტიც ერთვის. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად.
„მივმართავ თხოვნით ყველა ჟურნალისტს, ვისაც აღელვებს სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენა ამ უსამართლო საქმეზე, რომელსაც ჩადის ხელისუფლება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
არ დაუთმოთ და არ დაუშვათ კიდევ ერთი უკანონობის გატანა, როგორიც იყო მაგალითად „იმედის", „მეცხრე არხის", „იბერიის" და უამრავი სხვა მაგალითების სახით. არ შეშინდეთ. მე თავს გავწირავ ამ სიმართლის დასადგენად, რადგან თქვენი იმედი მაქვს ყველასი.
ერთადერთი, რაც შეგვიძლია ჩვენ, მხოლოდ ერთად, არ მივცეთ ახალი „ენვერების" სცენარების განხორციელების უფლება. დღეს ებრძვიან „ალიას", ხვალ ვინ იქნება...", - აღნიშნულია გია აბდალაძის განცხადებაში.