მიკროავტობუსით მგზავრობა 40 თეთრი გახდა

მიკროავტობუსით მგზავრობა 40 თეთრი გახდა

ქალაქის მერიაში გამართული კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია „თბილტრანსის“ საქალაქო სახელმწიფო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ერთჯერადი ტარიფების დადგენის და გამოყენების მდგომარეობის შემოწმების საკითხი.

მინისტრთა კაბინეტის სპეციალური დადგენილების თანახმად, კუპონებიდან ლარზე გადასვლის დროს საბანკო სისტემამ დააწესა მგზავრთა გადაადგილების ტარიფი 15-დან 25 თეთრამდე.

მაგრამ ეროვნული ვალუტის მოძრაობაში შემოსვლისთანავე ტარიფები 25-დან 40 თეთრამდე გაიზარდა.

როგორც კომპანია „თბილტრანსის“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ბაბუნაშვილმა აღნიშნა, ამის ერთ-ერთი მიზეზია სათადარიგო ნაწილების, საწვავ-საცხები მასალების გაძვირება.

ამის შედეგად მძღოლები იძულებულნი გახდნენ ფასები თვითნებურად გაეზარდათ.

სხდომაზე დაისვა საკითხი იმის თაობაზე, რომ ქალაქ თბილისის მერიას მიეცეს რეკომენდაცია უშუალოდ თვითონ არეგულიროს მგზავრთა გადაყვანის ტარიფები, მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, რეალური დატვირთვის კოეფიციენტის და რეალური ხარჯების გათვალისწინებით.