ჯო ბაიდენი: ვფიქრობ, ჩინეთს ესმის, რომ მისი ეკონომიკური მომავალი ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან - იმედი მაქვს, არ ჩაერევა

ჯო ბაიდენი: ვფიქრობ, ჩინეთს ესმის, რომ მისი ეკონომიკური მომავალი ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან - იმედი მაქვს, არ ჩაერევა

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით მას სჯერა, რომ ჩინეთს ესმის პოტენციურად მძიმე ეკონომიკური შედეგების, რაც შეიძლება მოჰყვეს იმ შემთხვევას, თუ ქვეყანა დახმარებას გაუწევს რუსეთს უკრაინაში ომში.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას ამ თემაზე "ძალიან პირდაპირი საუბარი" ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინთან.

ჯო ბაიდენის თქმით, არანაირი მუქარა არ ყოფილა მისი მხრიდან, მაგრამ ცხადყო, რომ სი ძინ პინს "ესმოდა მისი რუსეთის დახმარების შედეგები".

ბაიდენის განცხადებით, მან ხაზი გაუსვა რუსეთის ქცევის შედეგებს და აღნიშნა, რომ ჩინეთი ცდილობს უფრო ძლიერი ეკონომიკური კავშირების განვითარებას დასავლეთთან.

„ვფიქრობ, ჩინეთს ესმის, რომ მისი ეკონომიკური მომავალი ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან. ასე რომ, იმედი მაქვს, ის არ ჩაერევა“, - თქვა ბაიდენმა.