ბორის ჯონსონი: მესიჯი, რომელიც პუტინს შეუძლია მიიღოს არის ის, რომ უკრაინა მარტო არ არის

ბორის ჯონსონი: მესიჯი, რომელიც პუტინს შეუძლია მიიღოს არის ის, რომ უკრაინა მარტო არ არის

გარდა იმისა, რომ უკრაინისთვის ლეტალური დახმარება გაორმაგდება, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა გრძელვადიან პერსპექტივაში მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას.

„ეს მხოლოდ დასაწყისია“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბორის ჯონსონის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 1 000-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას.

„მესიჯი, რომელიც პუტინს შეუძლია მიიღოს არის ის, რომ უკრაინა მარტო არ არის. ჩვენ ვდგავართ კიევის, მარიუპოლის, ლვოვისა და დონეცკის ხალხთან ერთად“, - აღნიშნავს ჯონსონი

„როგორც თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, უკრაინის ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და პუტინი უნდა დამარცხდეს და ის დამარცხდება კიდევაც“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.