ეს დასაშვებობა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით დასტურდება უფლების შელახვა. არა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ მხარეს მიეცა შესაძლებლობა ამ ეჭვებთან დაკავშირებით წარადგინოს მტკიცებულებები და გააბათილოს ეს ეჭვები. აქედან გამომდინარე, პროცესი გრძელდება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებითი სტანდარტი იმისთვის, რომ ეს ეჭვები გაბათილდეს. ასე რომ პროცესზე წარვდგებით ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებითი სტანდარტითა და არგუმენტებით“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.