ლევან ბეჟაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ მთავრობის საწინააღმდეგო იქნება

ლევან ბეჟაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ მთავრობის საწინააღმდეგო იქნება

„ნაცმოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს მთავრობა ახორციელებს გრძელვადიან, განგრძობად წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.

„სტრასბურგის სასამართლომ მიიღო მიხეილ სააკაშვილის საჩივარი. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ მთავრობის საწინააღმდეგო იქნება. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს მთავრობა ახორციელებს გრძელვადიან, განგრძობად წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.