სერგო ჩიხლაძე: პირდაპირ ვიტყვი, ნეიტრალიტეტზე ვინც საუბრობს ის აკეთებს რუსულ საქმეს

სერგო ჩიხლაძე: პირდაპირ ვიტყვი, ნეიტრალიტეტზე ვინც საუბრობს ის აკეთებს რუსულ საქმეს

ნეიტრალიტეტის საკითხზე ყველანაირი საუბარი ზედმეტია, ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„პირდაპირ ვიტყვი, ნეიტრალიტეტზე ვინც საუბრობს ის აკეთებს რუსულ საქმეს. ჩვენს ქვეყანას კონსტიტუციაში დეკლარირებული გვაქვს ჩვენი დასავლური მისწრაფებები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.