პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მზად არის დაშალოს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩამოყალიბებული ბატალიონი „მონადირე“.
ამ ნაბიჯს კვიციანი იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ხელისუფლება რეგიონის დაცვის სხვა მეთოდებს შესთავაზებს და მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტად დადგება.
კვიციანის მტკიცებით, გენშტაბი „მონადირის“ პირადი შემადგენლობის შემცირებას ითხოვს 800-დან 450 კაცამდე.
მისი თქმით, ეს მოთხოვნა მომდინარეობს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვანო მერაბიშვილისაგან. მისი თქმით, იმ ხალხის წინაშე ვინც საარსებო საშუალებების გარეშე დარჩება, პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწევს.