„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კარიერა მადრიდის „რეალში“ უნდა გააგრძელოს. ამის შესახებ Marca იტყობინება.
წყაროს თანახმად, ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდში გატარებული ორი დღის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. „რეალთან“ თამაშის მერე ის თანამემამულე კარიმ ბენზემას 15 წუთის განმავლობაში პირადად ესაუბრა. დიალოგში მბაპეს დედა და მისი აგენტიც მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მის განახლებაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. მან „რეალს“ ორ მატჩში ორი გოლი გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.