„პარი სენ-ჟერმენმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, ვინც ოთხშაბათს, 9 მარტს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ითამაშებს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ.
განაცხადი ასეთია: ნავასი, ჰაკიმი, კიმპებმბე, მარკინიოსი, ვერატი, მბაპე, პერედესი, იკარდი, ნეიმარი, დი მარია, მესი, დანილუ, დაგბა, ვეინალდუმი, დიალო, დრაქსლერი, კერერი, ნუნუ მენდეში, გეიე, დინა ებიმბე, სიმონსი, დონარუმა, ლეტელიე.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, თანაგუნდელ გეიესთან შეჯახების შემდეგ მბაპემ პარიზელთა ვარჯიში ნაადრევად დატოვა. ექიმებს მოტეხილობაზე ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მბაპე მინდორზე იქნება.