მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ნახევაფინალური მატჩი შოტლანდიისა და უკრაინის ეროვნულ გუნდებს შორის, რომელიც 24 მარტს უნდა გამართულიყო გლაზგოს „ჰემპდენ პარკზე,“ გადაიდო. ცხადია, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია.
Daily Mail-ის ცნობით, ახალი თარიღის შესახებ ცნობილი უახლოეს ორ დღეში გახდება.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდია-უკრაინას შორის გამარჯვებული შესარჩევი ფლეი-ოფის ფინალში უელსი-ავსტრიას შორის მოგებულს შეხვდება.