ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. 21 წლის კარის დარაჯმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
მამარდაშვილს სიცხისა და ყელის ტკივილის გამო „გრანადასთან“ მატჩის (3:1) გამოტოვება მოუწია, მაგრამ ახლა კარგადაა და მზადაა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 მატჩი და ხუთჯერ მშრალად შენახული კარია. 21 წლის კარის დარაჯმა ბოლო 6 მატჩი ზედიზედ ჩაატარა, სამჯერ გოლი არ გაუშვა, მათ შორის უკანასკნელ ორი შეხვედრაში. „ვალენსია“ ლა ლიგის მომდევნო ტურში 12 მარტს, "ხეტაფეს" სტუმრად დაუპირისპირდება.