ოიკოფობია - ვლადიმირ პუტინი და ქართული ფსევდო-სამოქალაქო საზოგადოება

ოიკოფობია - ვლადიმირ პუტინი და ქართული ფსევდო-სამოქალაქო საზოგადოება

"როჯერ სკრუტონის გაფრთხილებანი ოიკოფობიის (შეგახსენებთ „ოიკო“ - ბერძნულად სახლია, ოიკოფობია - საკუთარი სახლის, შინაურების, შენიანების, სამშობლოს, მშობლიურის და ა.შ. მიმართ ზიზღი, შიში და სიძულვილი) საბედისწერო საფრთხის შესახებ, მართლაც შემზარავი ფორმით ახდა. პუტინს, რომელსაც ზოგადად ცივილიზაციის მიმართ ბარბაროსული ქსენოფობია ე.ი. ზიზღი და სიძულვილი ამოძრავებს, ვინაიდან ველურობა, როცა ცივილიზაცია აბსოლუტურად უცხოა და მისი განადგურების ჟინს ძლივსღა უმკლავდება,  იპყრობს,  , იმავდროულად, რაც არ უნდა გამაოგნებელი იყოს -„ოიკოფობიური შეპყრობილობაცა“ ჭირს: იგი განსაკუთრებით დაუნდობლად ექცევა სწორედ თავისიანებს, არა მარტო არ ითვლის არც თავის დახოცილ ჯარისკაცებს და ასევე, საბუთად ისიც კმარა,  რომ ხარკოვი, რომელიც მართლაც ეთნიკურად რუსული ქალაქია, რამდენიმე დღეა ყველაზე დაუნდობლად, სასტიკად იბობმება და ფაქტიურად, მიწასთან არის გასწორებული; 

ასევე ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ნაცები და მათი ე.წ. ლიბერალი მიმდევრები, განსაკუთრებით კი ცრუ სამოქალაქო საზოგადოება, ქსენოფობიას ვეღარ მალავს და პირწავარდნილ რუსოფობიას უკვე ღიად და დაუფარავად ქადაგებს. არადა, გამაოგნებელი, აბსურდული და შემზარავი ის არის, რომ ამ რუსოფობიას სწორედ მათივე ოიკოფობია კვებავს! ნაცებს იმიტომ და იმდენად შესძულდათ რუსები, რომ ოიკოფობები არიან, უწინარესად ქოცებიცა და საკუთარი ქვეყანაცა სძულთ და თურმე, მათი ანტი-ქსენოფობიურდ ლიბერალური ნიღაბიც ყალბი ყოფილა; მოკლედ: როცა ცხოველური, სრულიად ველური ზიზღი, სიძულვილი და შიში ბატონობს, იქ „ფობია“ თავისი იდეალური, წმინდა  სახით გვევლინება და განსხვავება „შენიანსა“ და „უცხოს“ , ე.ი. „ქსენო“ და „ოიკო“ ფობიებს შორის  იშლება. 

ამ საბედისწერო მდგომარეობის მხატვრულ- ლიტერატურული ანალიზი, ყველაზე შთამბეჭდავად, მე მგონი, დათა თუთაშხიაშია, როცა ავყიობა, ე.ი. ვახტან შალითურის „წმინდა ფობია“, რაც ორივე ობიექტის- როგორც „ოიკოს“ ისე „ქსენოს“ მიმართ შეურიგებელ მტრობას გამოხატავს,  ირჩევა: ავყიობა აქ სწორედ მტრობის მეხოტბეობა- პროპაგანდაა,  ურაპატრიოტული ყაიდის    ოიკოფობიასაც(„დაჩიავდა ხალხი, ჩინ-მედლებზე გაიყიდა"...) ნიშნავს და იმავდოულად, ბუნებრივია, ქსენოფობიურიცაა - თურმე ვაჟკაცს უცხოს მიმართ მტრობა და სიძულვილი უნდა ამოძრავებდეს და მეტიც: ვაჟკაცობის საზომიც მხოლოდ ესაა - რამდენად მტრულია იგი; ცხადია, ამას სწორედ ქართული „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ უპირისპირდება და დასკვნა ესაა: მტერს იმიტომ კი არ ებრძვი, რომ ზიზღი, შიში და სიძულვილია შენი მოტივი, არამედ მხოლოდ იმიტომ და იმდენად, რომ თუნდაც თავგანწირვის ფასად დაიცვა ის, რაც გიყვარს! შალითურს არაფერი და არავინ უყვარს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ცრუ ვაჟკაცობისათვის, სხვებს რომ დაუმტკიცოს, თქვენ ჩემზე დედლები ხართო,   საკუთარ თავსაც იმეტებს (სწორედ პუტინივითაა!)  და ამაშია ავყია ყოფიერების აბსურდი. 

საუბედუროდ, ამ ჩვენი ცოდვით სავსე ე.წ. ლიბერელების დღევანდელი რუსოფობიაც იგივე "შალითურობაა", ანუ  ავყიობაა; სხვა არც არაფერია და "წმინდა ფობიას", ე.ი. საერთოდ სამყაროს, როგორც უცხოს, ისე შენიანის მიმართ ზიზღისა და შიშის, მტრული დამოკიდებულობის გამოვლენაა, უსიყვარულობის თავზარდამცემი აბსურდულობაა - მათ არც არავინ და არაფერი უყვართ და ამიტომაც გვიმტკიცებენ, თქვენ ჩვენზე დედლები ხართო,სანქციებს არ აწესებთ,  მოხალისეებს არ აგზავნით უკრაინაშიო და სხვ.. არადა, არსებითად იგივეს აკეთებს ავყია პუტინიც, ოღონდ სარკისებურად: მისი ოიკოფობია ქსენოფობიურია, ჩვენი ნაცებისა კი პირიქით: მათი ქსენოფობიაა ოიკოფობიური. 

მდგომარეობის ტრაგიზმი კი ესაა: თუ დედამიწაზე ფობია შეუკავებელი გახდა, მაშინ - ატომური აპოკალიფსიც სავსებით რეალური გახდება. თუ „სიყვრული გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება...“ - თითქოს ბანალურია, მაგრამ ასეა".

Maverick ბატონო დავით!
საუცხო და დახვეწილი შეფასებებია, რაც მთავარია ამ ორი "მოძმე" ერის ურთიერთ გაუცხოების მიზეზიც მიგნებულად არის წარმოდგენილი, რაც მისაღებია...
აქვე, გთხოვთ შემინდოთ, ჩემი შეხედულების წარმოდგენისთვის, რომ თავიდანვე ურთიერთ დაპირისპირების პროცესი გამოიწვია"ეროვნული" კომერციული და პარტიული ინტერესების "დამოუკიდებლობისადმი" ბრძოლამ. ანუ გამდიდრებული ოლიგარქების "გაპარტიულებამ" და პარტიული ელიტის "გაოლიგარქებამ" ქვეყნის, სახელმწიფოს სიმდიდრის მიტაცების სურვილმა, რისი მაგალითიც ჩვენ, ქართველ ერს კარგად დაგვანახა "ბატონმა" მ. სააკაშილმა, გ. სანიკიძემ, შ.ნათელაშვილმა, ნაცპარტიამ, ფსევდო ასო-ებმა და სხვებმა, რამაც სამოქალაქო ოლიგარქების💰 და პარტიული ოლიგარქების🇬🇪ჩამოყალიბება უზრუნველყო, რომლებმაც ფსევდო კეთილდღეობისა და ფსევდო პატრიოტული ლოზუნგებით არიან დამკვიდრებული პოსტ საბჭოთა ეპოქიდან ჩვენში და არამარტო...
2 წლის უკან
kolxi გააგრძელე მავერიკ...
2 წლის უკან