„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეშვიდე ადგილზე გასვლა.
ეგვიპტელი ფეხბურთელი აშკარად უკეთეს შედეგს ელოდა, მაგრამ მას შეთქმულები თეორიის არ სჯერა.
„შოკირებული ვიყავი „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში უკეთესი შედეგი რომ ვერ ვაჩვენე, მაგრამ ვერაფერს გავაკეთე. მსოფლიოში არავინ ელოდა, რომ მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდოდი, თუმცა, ესეც წარმატებაა.
მე არ მჯერა შეთქმულების თეორიების, მაგრამ შეიძლება არაზუსტი არჩევანი გააკეთეს. ბევრი ქვეყანაა, რომლებიც საფეხბურთო კულტურის თვალსაზრისით არც თუ ისე კარგადაა ცნობილი. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით გაკეთდა არჩევანი, მაგრამ შეთქმულების თეორიის არ მჯერა. არ მაქვს იმის განცდა, რომ ფიფას ჩემი საწინააღმდეგო რაიმე აქვს, მაგრამ ეს არის რეალობა, რასთანაც საქმე გვაქვს“, - თქვა სალაჰმა.