„ბარსელონას“ თავდამსხმელ უსმანე დემბელესთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს და ახალ კონტრაქტს სთავაზობს - გვამცნობს El Chiringuito TV.
წყაროს ინფორმაციით, კლუბმა უკვე შესთავაზა ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება 2024 წლამდე, რომლის მიხედვითაც წელიწადში ჯამაგირად ის 8 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს ბონუსები.
მიმდინრე კონტრაქტი დემბელეს ამ სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბიდან წასვლას აპირებს, თუცა მთავარ მწვრთნელ ჩავის შეპირდა, რომ სანამ გუნდშია, თავს არ დაზოგავს და ბოლომდე დაიხარჯება მინდორზე.