რომან აბრამოვიჩი მზადაა ლონდონის „ჩელსი“ გაყიდოს. როგორც გამოცემა Blick-ს 86 წლის შვეიცარიელმა მაგნატმა ჰანსიორგ ვისმა განაცხადა, რომ კლუბის შეძენის შეთავაზება პირდაპირ რუსი ოლიგარქისგან მიიღო.
„აბრამოვიჩი პუტინის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანია და ის პანიკაშია შექმნილი სიტუაციის გამო. მას ძალიან მალე სურს „ჩელსის“ გაყიდვა. მე და კიდევ სამმა ადამიანმა მივიღეთ კლუბის ყიდვის შეთავაზება. ახლა 4-5 დღე ლოდინი მომიწევს, რადგან კლუბის ფასი ძალიან მაღალია“, - თქვა შვეიცარიელმა.
აქვე გეტყვით, რომ რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ 2003 წლიდან ფლობს. მან რამდენიმე დღის წინ კლუბის მმართველობა საქველმოქმედო ფონდს მიანდო.
აღსანიშნავია ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად, აბრამოვიჩი აფინანსებს კომპანია Evraz-ს, რომელიც რუსულ ტანკებს აწარმოებს.