უკრაინელი ფეხბურთელი ძიუბას:

უკრაინელი ფეხბურთელი ძიუბას: "ბო**, არასდროს გაპატიებთ, ქათმები ხართ!"

ლივერპულის „ევერტონის“ ფეხბურთელმა ვიტალი მიკოლენკომ არტიომ ძიუბას მიმართა. უკრაინელმა მცველმა სოციალურ ქსელში „ზენიტის“ კაპიტანს და მის თანაგუნდელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაწერა, რომ ძიუბა მთელ ცხოვრებას მიწისქვეშ გაატარებს.

„ბო**, სანამ ჩუმად ხარ, როგორც შენი ნაგავი თანაგუნდელები, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ. შენ მთელ სიცოცხლეს მიწისქვეშ გაატარებ, შენს შვილებთან ერთად. მე ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები და არასდროს გაპატიებთ, ქათმებო“, - დაწერა მიკოლენკომ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ძიუბას უკრაინელი ფეხბურთელისთვის პირდაპირ პასუხი არ გაუცია, მაგრამ ერთ-ერთ გულშემატკივრის კომენტარის ქვეშ, რომელიც ითხოვდა რუსი ფეხბურთელისგან, რომ მიკოლენკოსთვის პასუხი გაეცა, დაწერა: „მხოლოდ საუბარი შეუძლიათ“.