ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რომელიც რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის აქტს განიცდის, ახლა საზოგადოების ყველაზე დიდი განხილვის თემაა.
რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სისასტიკე, მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრმა კლუბმა თუ სპორტსმენმა დაგმო, ამჯერად კი უკრაინისადმი სოლიდარობის ჟესტი „ბრაგას“ ფეხბურთელებმა გამოხატეს. მათ, პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში, რომელიც „ბრაგასა“ და „სანტა კლარას“ შორის გაიმართა, შეხვედრის დაწყებამდე მოედანზე სპეციალურ მაისურებში ჩაცმული 23 უკრაინელი ბავშვები გაიყვანეს, რომელთაც მაისურზე ეწერათ - "მიეცი მშვიდობას შანსი".
"ბრაგა" ამაყობს, რომ მრავალეროვნული კლუბია. ჩემპიონატის კალენდარული მატჩის დაწყების წინ, ფეხბურთელებს მოედანზე 23 უკრაინელი ბავშვი ახლდა", - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.
გეტყვითმ რომ ამ გუნდების დაპირისპირება 0:0 დასრულდა, მიუხედდავად იმისა, რომ „სანტა კლარამ“ თამაში 2 წითელი ბარათის გამო 9 ფეხბურთელით დაასრულა.