FIBA-მ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ჩამოაშორა

FIBA-მ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ჩამოაშორა

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზი აუკრძალა. შესაბამისი განცხადება ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება, 3×3-ზე კალათბურთზეც ვრცელდება.

მანამდე კი „ევროლიგამ“ სამი რუსული კლუბი - „ცსკა“, „უნიქსი“ და „ზენიტი“ მიმდინარე სეზონის რეგულარულ ჩემპიონატს ჩამოაშორა.

მანამდე რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს თავიანთ ტურნირებში მონაწილეობა FIFA-მ და UEFA-მ აუკრძალეს, მსოფლიო რაგბმა კი რუსეთი და ბელარუსი საკუთარი რიგებიდან გარიცხა. ISU-მ რუსეთსა და ბელარუსს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.