პელე საავადმყოფოდან გამოწერეს

პელე საავადმყოფოდან გამოწერეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, 81 წლის პელე, საავადმყოფოდან გამოწერეს - გვამცნობს L'Equipe.

„ფეხბურთის მეფე“ თავს კარგად გრძნობს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის თანადგომისა და გამხნევებისთვის.

შარშან მას მსხვილ ნაწლავზე სიმსივნე მოკვეთეს და ამჟამადაც აგრძელებს მკურნალობას. ამჯერად ჩვეულებრივ პროცედურებს საშარდე გზების ინფექცია დაემატა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა სტაციონარში მოსალოდნელზე მეტი დრო დაჰყო.