რუსები ჰოკეიდანაც მოკვეთეს

რუსები ჰოკეიდანაც მოკვეთეს

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) საგანგებო სხდომა ჩაატარა, რის შედეგადაც რუსეთის და ბელარუსის ჰოკეის ფედერაციები თავისი რიგებიდან გარიცხა - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-საიტზე.

განცხადება გვამცნობს, რომ რუსეთისა და ბელარუსის ყველა ასაკის ნაკრებები და კლუბები, ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ვერცერთ საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ასე რომ, ეს ორი ნაკრები ვერ ითამაშებს 2022 წელს ფინეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ასევე რუსეთს ჩამოერთვა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება, რომელიც 2022 წლის დეკემბერსა და 2023-ის იანვარში უნდა გამართულიყო ნოვოსიბირსკსა და ომსკში.