საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა.
მატჩი ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 79:65 დასრულდა. ეს შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეოთხე მატჩი და მესამე გამარჯვება იყო. შედეგად, ქართველი კალათბურთელები სულ მცირე ჯგუფის საუკეთესო სამეულში მოხვდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკრები შესარჩევი ციკლის შემდეგ ეტაპზე გავიდა.