ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა 2008 წლის 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, მთავრობის წევრები, სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა 2008 წლის 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, მთავრობის წევრები, სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ

ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, იმისათვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა, ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ინტერესს ეძებენ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ. მათი მიზანია, რომ განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ასევე კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, თუ როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. გახსოვთ, მაშინ ჩამოსული იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კაცმა მიატოვა და აჩვენა სირცხვილი და მთელს ერს აჩვენა საკუთარი მხდალი სახე. მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით.

ეს ჩვენ კარგად გვახსოვს, გვახსოვს, ვინ იომა აგვისტოს ომის დროს. მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა თავგანწირვით იომეს და თავი შესწირეს, ჩვენმა პოლიციელებმა, ღირსეულმა ოფიცრებმა. კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, გაქცეული სხვა პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები. ქვეყანა დატოვეს მათ ომის დროს და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართვრლოში. ასევე კარგად მახსოვს და ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა. მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ამ დროს მთავრობის წევრები, სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს და დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს, რომ ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ თურმე რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში“, - განაცხადა პრემიერმა.