რუსეთის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციებზე 900-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ BBC მონიტორინგის ადგილობრივ ჯგუფზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ომის მოწინააღმდეგეთა აქციები დღეს 44 ქალაქში ჩატარდა, მათ შორის ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა. ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა სამართალდამცველებმა ომის 4 000 მოწინააღმდეგე დააკავეს.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ძალებმა უკრაინული ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა 24 თებერვალს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.