უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გენერალ-ლეიტენანტ ევგენი მოისიუკის რუსი სამხედროებისადმი მიმართვას ავრცელებს.
„ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, დაუბრუნდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს სიცოცხლისა და ღირსების დაკარგვის გარეშე. დაყარეთ იარაღი, ასწიეთ ხელები, რათა რათა ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა და სამოქალაქო პირებმა დაინახონ, რომ ჩვენი გაიგეთ. ეს თქვენი ბილეთია სახლისკენ. წადით, თქვენი სამშობლო დაიცავით და ჩვენსას ნუ ანგრევთ“, - აცხადებს გენერალ-ლეიტენანტი.