ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინელი ხალხი თავის ქვეყანას გმირულად იცავს

ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინელი ხალხი თავის ქვეყანას გმირულად იცავს

უკრაინელი ხალხი, მისი არმია, მისი ხელმძღვანელობა გმირულად იცავს თავის ქვეყანას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ ეს ომი შეჩერდეს და მოლაპარაკების მაგიდას, ასე თუ ისე მიუსხდნენ მხარეები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ძალებმა უკრაინული ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა 24 თებერვალს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.