კიევში, ტროეშჩინაში 16-სართულიანი კორპუსის ეზოში აფეთქება მოხდა - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

კიევში, ტროეშჩინაში 16-სართულიანი კორპუსის ეზოში აფეთქება მოხდა - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

უკრაინის დედაქალაქ კიევში, ტროეშჩინაში 16- სართულიანი შენობის ეზოში აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 7 კერძო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

წინასწარი მონაცემებით, არავინ დაღუპულა და რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.