ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად ბელარუსის დედაქალაქს არ განიხილავს

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად ბელარუსის დედაქალაქს არ განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად ბელარუსს არ განიხილავს, - ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მან ბელარუს ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ ბელარუსი იყო ის ადგილი, საიდანაც, რამდენიმე დღის წინ, კიევს საჰაერო გზით დაესხა რუსეთი თავს.

„როდესაც თქვენ ნეიტრალურები იყავით, ჩვენ ვსაუბრობდით მინსკში, არაერთხელ გამართულა თქვენს ქალაქში შეხვედრა. ახლა, თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ თქვენი მთავრი არჩევანი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.