"Starlink სერვისი ახლა უკრაინაში აქტიურია" - ილონ მასკის მხარდაჭერა უკრაინას IT არმიის შესაქმნელად: რას წერს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ან­მა, Space X-ის და "ტეს­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ილონ მასკმა უკ­რა­ი­ნას „სტარ­ლინ­კის“ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ილონ მასკმა „ტვი­ტერ­ზე“ გა­ავ­რცე­ლა.

მისი თქმით, "Starlink სერ­ვი­სი ახლა უკ­რა­ი­ნა­ში აქ­ტი­უ­რია".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "სტარ­ლინ­კის“ ტერ­მი­ნა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბის თხოვ­ნით ილონ მასკს უკ­რა­ი­ნის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის მი­ნის­ტრმა მი­ხა­ილ ფე­დო­როვ­მა მი­მარ­თა.

"ძვირ­ფა­სო ილონ მასკ! სა­ნამ თქვენ ცდი­ლობთ მარ­სის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ას - რუ­სე­თი ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ას! სა­ნამ თქვე­ნი რა­კე­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბით ეშ­ვე­ბა კოს­მო­სი­დან - რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბი ბომ­ბავს უკ­რა­ი­ნის სა­ბავ­შვო ბა­ღებ­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს! ჩვენ გვჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა - გთხოვთ, უკ­რა­ი­ნას მი­ა­წო­დოთ Starlink სად­გუ­რე­ბი და წვდო­მა სა­ტე­ლი­ტუ­რი ინ­ტერ­ნე­ტით! ” - და­წე­რა მი­ნის­ტრმა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა: "ჩვენ ვქმნით IT არ­მი­ას". მისი თქმით, შე­იქ­მნა არხი, სა­დაც ციფ­რუ­ლი ნი­ჭის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან. მისი თქმით, გრძელ­დე­ბა "ბრძო­ლა კი­ბერ ფრონტზე".