ფრედერიკ ბეგბედერი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს: დაუშვებელია ახლა გაჩუმება! გთხოვთ, წინააღმდეგობა გაუწიეთ, შეაჩერეთ ეს გიჟი დიქტატორი

ფრედერიკ ბეგბედერი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს: დაუშვებელია ახლა გაჩუმება! გთხოვთ, წინააღმდეგობა გაუწიეთ, შეაჩერეთ ეს გიჟი დიქტატორი

ძვირფასო უკრაინელებო! სამი დღის წინ მეგონა, რომ ზელენსკი კლოუნი იყო, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მას აქვს სამყაროში ყველაზე დიდი კვერცხები, ვლადიმერ პუტინი კი უბრალოდ შეშინებული და სასაცილოა, მას აქვს ძალიან, ძალიან პატარა პენისი, - ამის შესახებ ფრანგმა მწერალმა, ფრედერიკ ბეგბედერმა განაცხადა. მან უკრაინის მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ გაჩუმდნენ და შეაჩერონ „გიჟი დიქტატორი“, ვლადიმერ პუტინი.

„მე მრცხვენია ჩემი მთავრობის, ჩემი მშიშარა ქვეყნის, რომელიც არ მოვიდა შენს დასახმარებლად სასწრაფოდ. მე მართლა ძალიან მრცხვენია.

გთხოვთ, წინააღმდეგობა გაუწიეთ! თქვით, რასაც გრძნობთ. შეაჩერეთ ეს გიჟი დიქტატორი. თქვენ არ შეგიძლიათ გაჩუმდეთ. დაუშვებელია ახლა გაჩუმება!“, - აღნიშნა მწერალმა.