ტრამპი: ბუშის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას დროს რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის დროს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - 21-ე საუკუნეში აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი ვარ, რომლის დროსაც რუსეთი სხვა ქვეყანაში არ შეჭრილა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის დროსაც რუსეთი სხვა ქვეყანაში არ შეჭრილა.

„ბუშის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას დროს რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის დროს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 21-ე საუკუნეში აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი ვარ, რომლის დროსაც რუსეთი სხვა ქვეყანაში არ შეჭრილა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე.

„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა შემაძრწუნებელი და აღმაშფოთებელია. ეს სისასტიკეა, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არასდროს მოხდებოდა. ჩვენ ვლოცულობთ უკრაინის ამაყი ხალხისთვის. ღმერთმა დალოცოს ისინი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.