პრემიერის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ტურისტები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან

პრემიერის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ტურისტები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან

საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს. უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი.

„ჩვენ საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედით, დიდიხანია ვგეგმავით შევბულებას და უეცრად მოვლენები ასე განვითარდა. ძალიან მადობლები ვართ ქართველი ხალხის ჩვენ ყველაფერში გვიდგანან გვერდით, როგორც მორალურად, ასევე ჩვენს მთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. განგვათავსეს სასტურმოში, გვეხმიანება ყველა სამავრობო უწყებებიდან, უბრალო ხალხი. ძალიან მადლობლები ვართ ქართველი ხალხის , თქვენ ძალიან კეთილი გული გაქვთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, - განაცხადა უკრაინელი ტურისტმა, ვლადიმირ ზაიკამ.

ტურისტები ამბობენ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ მათ დიდი დახმარება გაუწია.

„ტურიზმის ადმინისტრაციამ უდიდესი დახმარება გაგვიწია. უზრუნველგვყო საცხოვრებლით, ჩვენ ფაქტიურად ფულის გარეშე, ელემეტარული შესაძლებლობების გარეშე და ჩვენი ახლობლების დახემარების გარეშე დავრჩთ. თქვენი თანადგომა ძალიან გვეხმარება. დიდად მადლობლები ვართ“, - ამბობს ილონა ზაიკა.

ტურისტები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

„ხალხი ისე თბილად გვექცევა საქართველოში, უბრალოდ ქუჩაში მოდიოდნენ უცნობი ქართველები და გვეკითხებოდნენ რაიმე დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. საქართველოს მთავრობამ გვიპოვა საცხოვრებელიც, რამდენიმე ვარიანტიც შემოგვთავაზეს, არჩევის საშუალებაც გვქონდა და თბილისში დაბინავება გადავწყვიტეთ, მაინც საელჩოსთან ახლოს ვიქნებით. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრითვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და თქვენი დახმარებით უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს“, - ამბობს დარია პალტოვსკა.