ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:
"კონცერტი თბილისში დაუყოვნებლივ შეგვიყვანონ ევროკავშირში უკრაიანასთან და მოლდოვასთან ერთად, ამით გავალთ ხუთას მილიონიან ბაზარზე და კი ბატონო, დავუწესოთ სანქციები რუსეთს.
გააგდონ რუსეთი ყველა დონის ყველა ფორუმიდან თუ ორგანიზაციიდან; სპორტული ტურნირებიდან ჩახსნან რუსული კლუბები და რუსი სპორტსმენები, დაბლოკონ საერთაშორისო კულტურული ღონისძიებები რუსი მოღვაწეებისთვის და დასებისთვის. დახურონ ცები და ზღვები რუსული ხომალდებისთვის და გააუქმონ ვიზები ყველა საერთაშორისო რუსისთვის.
გამოუცხადონ ყოვლისმომცველი იზოლაცია, გათიშონ სვიფტიდან, დააგდონ გაზისა და ნავთობის ფასები, შეელიონ ცოტა ხნით რუსულ მილიონებს, მოაშიონ, მოაწყურონ, მიიყვანონ ისევ დეფოლტამდე და ოქეი, - შევუერთდეთ სანქციებს.
როცა სულს ღაფავ ოკუპაციით, უმუშევრობის დონით, დაჩეხილი სხეულით, უკონფლიქტურესი რეგიონით და ძალიან მყიფე "მშვიდობით", და როცა ნეიტრალური ფინეთიც კი ნატოში აპირებს თავის შეფარებას, ხოლო შენ ამ დროს ითხოვ გამხეცებული აგრესორის სანქცირებას, ე.ი. უარესი საქართველო გინდა და ამ უარესობაზე აგებული პირადი პოლიტიკური კეთილდღეობა.
როცა ითხოვ N2 ეკონომიკური პარტნიორის სანქცირებას, სადაც მილიონზე მეტი ქართველია გადახვეწილი და რომელთა შეშასავით გადმოზიდვაც ნანახი გაქვს 2006 წელს, - ეს ნიშნავს, რომ ითხოვ ასეულობით გაჩერებულ ბიზნესს, ითხოვ ათიათასობით ახალ უმუშევარს, გაძვირებულ პროდუქტს, ამ პროდუქტების დეფიციტს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაპირდაპირ, მაგრამ ითხოვ ვლადოლფ პუტლერის ბრძანებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბომბდამშენების კურსის ცვლილება კიევიდან თბილისისკენ (?!)
რაც შეეხება ზელენსკის, ის მართალია მთელ სამყაროსთან, მაგრამ არა საქართველოს მთავრობასთან:
როცა ამხელა ომში ხარ და ამ ომის ხარჯზე ამხელა ლიდერად ჩამოყალიბდი, ერთი ციცქნა (დონბასზე პატარა) ოკუპირებული ქვეყნისა და მეგობარი ხალხის მთავრობის საკბენად ვერ უნდა იცლიდე წესით.
და რადგან იცლი, ე.ი. თვითონ ხარ ნაკბენი და ის კომპლექსი არ გასვენებს, რომელმაც სალახანა სააკაშვილის დონეზე დაგიყვანა ჩვენი სუვერენული კანონმდებლობის უპატივცემულობით (?!)
ღარიბაშვილის ტონი, მიმიკა თუ ჟესტიკულაცია ზოგს მოეწონა და ზოგს არა, მაგრამ გადაწყვეტილება იყო გონიერებით და პასუხისმგებლობის სრული გააზრებით ნაკარნახევი. საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა რუსეთის გაძევებას ევროსაბჭოდან, მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით გაეროში და მონაწილეობს ფართო ჰუმანიტარულ მისიაში.
თოკო შენგელიასაც გადაუარეთ თქვენ მასე, მაგრამ დღეს უკან გადმოგიარათ ყველას".