უკრაინის 2021-22 წლების საფეხბურთო ჩემპიონატი დრიოებით შეწყდა - გვამცნობს ქვეყნის პრემიერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.
გადაწყვეტილება უკრაინაში გართულებული პოლიტიკური სიტუაციის გამო მიიღეს. 24 თებერვალს გამთენიისას რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის საზღვარი გადალახეს და სამხედრო მოქმედებები დაიწყეს.
18 ტურის შემდეგ უკრაინის ჩემპიონატს 47 ქულით დონეცკის „შახტარი“ ლიდერობს. მეორე ადგილზე 45-ქულიანი კიევის „დინამოა,“ მესამეზე - „დნიპრო 1“ – (40).