გასპერინი ევროთასებზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმებას ეთანხმება

გასპერინი ევროთასებზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმებას ეთანხმება

ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ ევროპა ლიგის საპასუხო 1/16 ფინალური მატჩის წინ, „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა. პირველი შეხვედრა იტალიელებმა 2:1 მოიგეს.

„ყველაფერი იცვლება და ეს ნორმალურია. ადრე საპასუხო შეხვედრა 0:1 რომ წაგვეგო, გათამაშებას გამოვეთიშებოდით, ახლა კი ასეთი ანგარიშის შემთხვევაში შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი ისევ დაგვრჩება. მივესალმები ევროთასებზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმებას. მართალია, ახლა ფორმატი ცოტა გართულდა, მაგრამ სამაგიეროდ სამართლიანი გახდა.

ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობამ დიდი გამოცდილება შეგვძინა და ახლა გაცილებით თავდაჯერებულნი ვართ. რომ ვთქვა, ტურნირში გამარჯვება არ მაინტერესებს მეთქი, დამიჯერებთ? ყველა მწვრთნელს სურს პრიზების მოგება.“ 

„ოლიმპიაკოსისა“ და „ატალანტას“ მატჩი დღეს, 24 თებერვალს გაიმართება ქალაქ პირეოსში და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.