"იუვენტუსის" ფეხბურთელმა ფეხი მოიტეხა და სეზონი ნაადრევად დაასრულა

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენი „ვილიარეალთან“ მატჩში ფეხი მოიტეხა და მიმდინარე სეზონში დიდი ალბათობით, ვეღარ ითამაშებს.

ამერიკელი ფეხბურთელი თამაშის მე-80 წუთზე დაშავდა და როგორც გაირკვა, მარცხენა ფეხზე ძვილის მეორე და მესამე სახის მოტეხილობა აღენიშნება, რის გამოც, რომ მინიმუმ ორი თვე ვერ ითამაშებს, ეს კი პრაქტიკულად სეზონის დასრულებას ნიშნავს.

ტურინულ გრანდში მიმდინარე სეზონში ხშირი ტრავმიანობაა და მაკკენი უკვე მეორე ფეხბურთელია, რომელმაც სეზონი ნაადრევად დაასრულა. მანამდე „იუვეს“ გუნდის ლიდერი ფედერიკო კიეზა გამოაკლდა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის მაკკენიმ ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლის გატანა მოახერხა.