ჟოაუ ფელიში: „ყველაფერს ვიღონებთ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დასამარცხებლად“

ჟოაუ ფელიში: „ყველაფერს ვიღონებთ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დასამარცხებლად“

მადრიდის „ატლეტიკოს“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიშმა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„პრიმერას ბოლო მატჩში „ოსასუნასთან“ (3:0) კარგად ვითამაშეთ, ასეთივე განწყობით უნდა გავაგრძელოთ სვლა. ცალკეული ფეხბურთელების ოსტატობა მაშინ უფრო კარგად ჩანს როცა მთლიანი გუნდი მოტივირებულია. ყველაფერს ვიღონებთ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დასამარცხებლად.“ - ციტირებს ფელიშის სიტყვებს Marca.

„ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩი ოთხშაბათს, 23 თებერვალს გაიმართება მადრიდში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.