„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ, რამდენიმერაუნდიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყვიტა კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე გუნდის კაპიტან ჰარი კეინს აღარ დაელაპარაკოს - გვამცნობს The Athletic.
ახლა ისინი ფეხბურთელისგან ელიან ინიციატივას.
კეინის კლუბთან არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში კეინს სულ ცოტა დააკლდა „მანჩესტერ სიტიში“ გადასასვლელად. მოლაპარაკებები ლონდონელების მიერ კეინში მოთხოვნილმა 150 მილიონმა გირვანქამ ჩაშალა.