ნეიმარი: „ბრაზილიის ნაკრებში პელეს რეკორდის დამხობა ჩემი მიზანია“

ნეიმარი: „ბრაზილიის ნაკრებში პელეს რეკორდის დამხობა ჩემი მიზანია“

„პარი სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი, ჟურნალისტებს თავისი მიზნის შესახებ ესაუბრა.

ამჟამად მის ანგარიშზე ბრაზილიის ნაკრებში 116 მატჩში გატანილი 70 გოლია და ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილზეა ლეგენდარული პელეს შემდეგ, რომელსაც თავის დროზე 92 მატჩში 77 ბურთი გაუტანია.

„ჩემთვის დიდი პატივი იქნება ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ასე და ამაზე არ ვფიქრობ. ცხადია, ეს ჩემი ერთ-ერთი პირადი მიზანია. ვიმედოვნებ, პელეს რეკორდს მალე გავაუმჯობესებ. ის ხომ ყველა ჩვენთაგანის კერპია.“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Marca.