დიდი სკანდალი მოჰყვა სერბი მოდელის, ნატალია სეკიჩის საჯარო გაცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მავანმა უცნობმა მას 60 ათასი ევრო შეაძლია იმაში, რომ უნდა მოენდომებინა და საწოლში შეეტყუებინა ლეგენდარული ჩოგურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შემდეგ ეს ამბავი ჩუმად ვიდეოზეც გადაეღო.
როგორც ნატალია ამტკიცებდა, მან ამ შეთავაზებაზე მტკიცე უარი განაცხადა, მაგრამ ის კი ვერ დაადგინა ნოვაკთან მისი სექსით დაინტერესებული ჩვეულებრივი ბულვარული მედია იყო თუ უფრო ბნელი ხალხი, რომლებსაც დიდი ნოვაკის წარმატებები გონებას უმღვრევს და სხვადასხვა გზით ცდილობდნენ მეჩოგნისსპორტული კარიერის დანგრევას.
მაშინ ჯოკოვიჩის ცოლმა ელენმა ყოველგვარ კომენტარზე უარი განაცხადა და მხოლოდ ის თქვა, რომ ქმრის ღალატის არ სჯერა. ახლა კი აღიარა, რომ დარწმუნებულია ნოკავ ჯოკოვიჩს ფეხთა გადამშლელი ქალები ადრეც მიუგზავნეს, მაგრამ მისი მეორე ნახევარი ოჯახის ერთგულია და სჯერა, რომ ეს მოცემულობა მომავალშიც არ შეიცვლება.