იბრაჰიმოვიჩი:

იბრაჰიმოვიჩი: "კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობობა მინდა"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ტრავმას მალე მოირჩენს და მოედანზე ძალიან მაღალ დონეზე დაბრუნდება.

„მალე დავბრუნდები და სტადიონს ავაფეთქებ. რეალურად, აქილევსის ტრავმა მაწუხებს, მაგრამ ვიცი, რასაც ვაკეთებე. არ ვიცი, კიდევ რამდენს შევძლებ თამაშს, მაგრამ არ მჭირდება ასეთი კითხვების დასმა, თვითონ გადავწყვეტ, როდის უნდა შევჩერდე. ძალიან მინდა, „მილანთან“ ერთად სერია A მოვიგო, ეს წარმოუდგენელი მიღწევა იქნება. ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ? ისეთი რამე უნდა გავაკეთო, რაც ადრენალინს მომცემს. ბევრი პროექტი მაქვს, მაგრამ მსახიობობაზე უარს არ ვიტყოდი, ამ მიმართულებით უარს არ ვიტყოდი“, - თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ში 19 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.