გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. კანარიელებმა მეოთხედფინალში სტუმრად „ჟოვენტუტ ბადალონა“ დაძაბულ ბრძოლაში 64:62 დაამარცხეს.
„ტენერიფემ“ გამარჯვება შესანიშნავი პირველი ტაიმის წყალობით მოახერხა, რომელიც 13 ქულით მოიგო, თორემ მეორე ნახევარში მასპინძლები ცალსახად უკეთ ირჯებოდნენ.
გიორგი შერმადიმა 31:15 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 13-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და მატჩის MVP გახდა.
„ლენოვო ტენერიფე“ კოპა დელ რეის ნახევარფინალში მადრიდის „რეალისა“ და „ბრეოგანის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.