„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოლ პოგბასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. ამის შესახებ Manchester Evening News-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, მანჩესტერელები არ აპირებენ ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტის განახლება შესთავაზონ, რომელიც დამდეგ ზაფხულს იწურება. უფრო მეტიც, კლუბმა უკვე დაიწყო ახალი ნახევარმცველის ძებნა.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს, როდესაც ინგლისურ გრანდს „იუვენტუსიდან“ 105 მილიონ ევროდ შეუერთდა.