თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე ვერ გავიდა, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა მთავარი მწვთნელი, კარლო ანჩელოტი, თანამდებობიდან გაათავისუფლოს - წერს Independent.
წყაროს ინფორმაციით, მადრიდელებს უკვე იტალიელის შემცვლელიც მოუძებნიათ. ის პსჟ-ის ამჟამინდელი თავკაცი, მაურისიო პოჩეტინოა.
სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ტურნირის მერვედფინალში ერთმანეთს. პირველი მატჩი პარიზში პსჟ-მა მოიგო 1:0. გოლი 94-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა.
საპასუხო შეხვედრა 9 მარტს გაიმართება მადრიდში.