პედრიმ განაცხადა, რომ „ბარსელონა“ ევროპა ლიგის მოგებას აპირებს

პედრიმ განაცხადა, რომ „ბარსელონა“ ევროპა ლიგის მოგებას აპირებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, პედრიმ, „ნაპოლისთან“ ევროპა ლიგის მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კატალონიური კლუბი ამ ტურნირის მოგებას აპირებს.

„ევროპა ლიგის განახლებას დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით და ტურნირის მოგებას ვაპირებთ. გულშემატკივრებს მოვუწოდებ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ კი მინდორზე ყველაფერს დავდებთ.“ - ციტირებს პედრის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.