სამხედრო პოლიციელების სპეციალური გადამზადების კურსი (ვიდეო)

სამხედრო პოლიციელების სპეციალური გადამზადების კურსი (ვიდეო)

დღეს, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური გადამზადების კურსი დაასრულეს. სწავლების დახურვის ცერემონიალი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა შმაგი კოპაძემ პოლიციელებს კურსის წარმატებით გავლის სერთიფიკატები გადასცა და კარიერული წინსვლა უსურვა. 

სპეციალური გადამზადების კურსი 88 სამხედრო პოლიციელმა გაიარა. მათ საცეცხლე მომზადება და ზოგადი საჯარისო წესდება შეისწავლეს. სამხედრო პოლიციის პირად შემადგენლობას სწავლება ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ინსტრუქტორებმა ჩაუტარეს.