ანდრეა პირლომ შესაძლოა იტალიის სერია A-ს აუტსაიდერი „სალერნიტანა“ ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, სალერნოული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფანო კოლანტუონო დაითხოვეს და მის შემცვლელად ორი ვარიანტი განიხილება - პირლო და დავიდე ნიკოლა.
ანდრეა პირლოს სამწვრთნელო ასპარეზზე 1 სეზონი აქვს ნამუშევარი, როდესაც „იუვენტუსს“ ედგა სათავეში და ორი ტიტულიც მოიგო, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი, მაგრამ სამსახურიდან მაინც დაითხოვეს.
აქვე გეტყვით, რომ „სალერნიტანა“ სერია A-ში 13 ქულით ბოლო ადგილზეა, მაგრამ ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.