არგენტინის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, სერხიო აგუერო, ჟურნალისტებს თავისი ჯანმრთელობის შესახებ ესაუბრა.
„ახლაც, როცა ფეხბურთის თამაშს ვცდილობ, სუნთქვა მეკვრება. ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები, შევძლებ კი ოდესმე მთელი ძალით სირბილს? ვგრძნობ, რომ გული კარგად ვერ მუშაობს.“ - ციტირებს აგუეროს სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი მიკელ ბლაზკეზი.
შეგახსენებთ, რომ სერხიოს გულის პრობლემების გამო შარშანდელი დეკემბრის შემდეგ აღარ ეთამაშა. ახლახან კი კარიერის დასრულების შესახებ საბოლოოდ განაცხადა.